სამეგრელო-ზემო სვანეთში 506 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 847 ახალი დადასტურებული შემთხვევა,
ხოლო გამოჯანმრთელდა 9 003 პირი. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 506 ადამიანს დაუდასტურდა
გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 199 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 82 930 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები