აფხაზეთში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 135 შემთხვევა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 266 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 135-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 126 ადამიანი მკურნალობს, აქედან 34 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 1 პაციენტი, 89 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 036 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 45 687, ხოლო გარდაიცვალა 652 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები