დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 117 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 26-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 46 ადამიანი მკურნალობს, აქედან 16 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 432 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 50 580, ხოლო გარდაიცვალა 679 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები