დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსის მხოლოდ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასული დღის განმავლობაში სულ 106 ადამიანი გამოიკვლიეს.
გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 20 პაციენტი რჩება, მძიმეა 5 მათგანის მდგომარეობა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა ინფიცირების 53 574 შემთხვევა აღრიცხა. გამოჯანმრთელდა 51 850, ხოლო გარდაიცვალა 682 პირი.
მასალის გამოყენების პირობები