2023 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში ავტოავარიას 38 პირი ემსხვერპლა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 38 ადამიანი გარდაიცვალა.
ამავე ცნობით, გასულ წელს რეგიონში 254 ავტოავარია მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა 387 პირი.
მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 5594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა. ავარიის გამომწვევი სავარაუდო მიზეზებიდან ჭარბობს (356 ფაქტი) შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა.
მასალის გამოყენების პირობები