სირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე 39 წლის ვახა ბუგიევი
გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი-2“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვახა
ბუგიევი სირიაში 2015 წელს წავიდა და ტერორისტული დაჯგუფების რიგებში
იბრძოდა.
ადგილობრივების განმარტებით სავარუდოდ, ის საჰაერო იერიშებს
ემსხვერპლა.
გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა.
მასალის გამოყენების პირობები