2025 - 2026 სასწავლო წელს სოხუმში ისევ მოსალოდნელია სირიელი სტუდენტების ჯგუფის ჩამოსვლა. ეს უკვე მეორე ნაკადია, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის. ამის შესახებ სირიის არაბთა რესპუბლიკაში „აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა“ მუჰამედ ალიმ განაცხადა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა კომენტარი გააკეთა ქართული ოპოზიციის მოწოდებაზე სირიის ხელისუფლებისადმი აფხაზეთის აღიარების გაუქმების შესახებ.
ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას ახალ ხელისუფლებას, რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მიმართავს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ „სირიაში აფხაზეთის საელჩო“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ე.წ. ელჩი მუჰამედ ალი ადგილზე იმყოფება, ხოლო ერთ-ერთი თანამშრომელი ევაკუირებულია მოსკოვში.
სოხუმში აცხადებენ, რომ „აფხაზეთის გაეროში გაწევრიანება სურთ“. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსულ „იზვესტიას“ უთხრა.
სოხუმში აცხადებენ, რომ იორდანიიდან, სირიიდან, თურქეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, ასევე ბათუმიდან „ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ ეთნიკურ აფხაზებს“ საცხოვრებელი სახლი გადაეცა.
სირიის არაბთა რესპუბლიკაში "აფხაზეთის ელჩმა" მუჰამად ალიმ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფეისალ ალ-მიქდადს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, იუწყება აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი.
აფხაზი "დიპლომატები" არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებენ, შესაბამისი წერილი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ "აფხაზეთში კოლექტიური დასავლეთის ფულით შექმნილია ე.წ. დამოუკიდებელი მედიის მთელი ქსელი".
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში "სამუშაო ვიზიტის ფარგლებში", ლიბანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ის ბეირუთში რუსეთის ელჩს ლიბანში ალექსანდრე რუდაკოვს შეხვდა,
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.