ევროკავშირმა საქართველო მესამე ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც
ადგილობრივ მეწარმეებს უფლება ეძლევათ,
თაფლი ექსპორტზე შეიტანონ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ევროკავშირის ელჩს
საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა და თაფლის ექსპორტის საკითხებზე
ევროკავშირის ბაზარზე ისაუბრეს.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის
შესახებ შეთანხმების შემდეგ, საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა,
ქართული თაფლი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი
გადასახადების გარეშე, - ამის შესახებ იანოშ ჰერმანმა შეხვედრის
შემდეგ განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები