ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის ახლად აშენებული
სახლები დაათვალიერა. სოზარ სუბარმა ასევე მოინახულა გარემონტებული
ახალსოფლის სკოლა, ჯიხაშკარის საბავშვო ბაღი და ჭკადუაშის
მულტიფუნქციური შენობა, რომელიც ამბულატორიას და კომპიუტერულ ცენტრს
მოიცავს.
ამ ეტაპზე სახლები აფხაზეთიდან დევნილ 14 ოჯახს გადაეცა.
მშენებლობა საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტის
ფარგლებში განხორციელდა და მასში ის ოჯახები მონაწილეობდნენ,
რომლებსაც საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები ჰქონდათ.
სახლები მათ სწორედ საკუთარ მიწაზე აუშენეს.
დევნილებმა სასოფლო ან სამეწარმეო საქმიანობისთვის მცირე გრანტებიც
მიიღეს.
პროექტის შედეგები მინისტრმა უცხოელ სტუმრებთან და ადგილობრივ
ხელისუფლებასთან ერთად შეაჯამა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები