პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ”ქართული ოცნების” ოფისში
შტაბის ხელმძღვანლად
კახა კალაძე წარადგინა.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ
საპასუხისმგებლო მისიას. დღეიდან ვიწყებთ აქტიურ მზადებას
არჩევნებისთვის, რომელშიც „ქართული ოცნება“ მონაწილეობას მიიღებს
დამოუკიდებლად.
არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, სამართლიან მშვიდობიან გარემოში. ამ
არჩევნებით საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახებთ, რომ დემოკრატიული
პროცესები საქართველოში შეუქცევადია”, - განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ
გამოცემულ განკარგულებას ხელი 8 ივნისს მოაწერა. განკარგულებები,
როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ისე აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ პრეზიდენტის
ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტების
გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. საპარლამენტო
არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები