დიდ ბრიტანეთში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა რეფერენდუმის
ხელახლა ჩატარების შესახებ
პეტიციას ხელი მოაწერა. „ბი ბი სი-ს“ ცნობით, 555 000-ზე მეტი
ადამიანი მოითხოვს ევროკავშირში წევრობის საკითხზე ახალი რეგულაციის
დაწესებას.
ბრიტანეთის პარლამენტი კი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია,
რომელმაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.
ცნობისთვის, ბრიტანეთში ჩატარებული საყოველთაო გამოკითხვის შედეგად,
ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას ამომრჩევლის 51,9 %-მა მხარი
დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები