პრემიერ - მინისტრი: ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად შედის ძალაში
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ძალაში დღეიდან შევა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
განცხადებას ავრცელებს.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებით სიმბოლურია საქართველოსთვის, რადგან
დღეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად შედის
ძალაში. ეს ნაბიჯი უბრალო ფორმალობაზე გაცილებით მეტია: ესაა შედეგი
და ჯილდო, რომელიც წლების მანძილზე განხორციელებულმა ამბიციურმა
რეფორმებმა მოგვიტანა. აღნიშნული რეფორმები შეეხო სასამართლო და
საარჩევნო სფეროებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადამიანების უფლებრივი
მდგომარეობა და ცხოვრების პირობები“,-აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები