ახალი ამბები
თხილის ნაწარმის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენებისა და თხილის ნაწარმის ფალსიფიკაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თხილის პროდუქციის გადამუშავების, დაფასოების, შეფუთვისა და გადაზიდვის პროცესში, დამზადებულ თხილის პროდუქციას შედარებით დაბალფასიანი და სხვა სამომხმარებლო თვისების და ხარისხის მიწის თხილი შეურია, რითაც პროდუქციას შეუცვალა თვისობრიობა, შემდგომში კი დაბალხარისხიანი თხილის ექსპორტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განახორციელა.

გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, როგორც შპს "გლობალ თრეიდის" დირექტორმა, დაამზადა და გამოიყენა 65 ერთეული ყალბი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი) იმის შესახებ, რომ თითქოსდა 1 911 356 ლარის ღირებულების თხილი შეისყიდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.