მე-12 კლასელების საატესტატო გამოცდების ბარიერი მომავალში აიწევს.
ამის შესახებ, განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
"საქმე ის არის, რომ 12 კლასის ატესტატი და უმაღლესი განათლება არის
განსაკუთრებით მოტივირებული და განსაკუთრებით მონდომებული
ბავშვებისთვის. მე ვფიქრობ, რომ საატესტატო გამოცდების ბარიერი და
უმაღლესი გამოცდების ბარიერი, როგორც ევროპის ქვეყნებში, გაცილებით
მაღალი უნდა იყოს. რეფორმა სისტემას აუცილებლად სჭირდება, მათ შორის
იმიტომ, რომ ყველა უმაღლესში არ წავიდეს. ეს ანგრევს ჩვენს ქვეყანას,
უმუშევრობის ქარხანა გვაქვს შექმნილი", - განაცხადა ჯეჯელავამ.
გამოცდებისთვის წელს 44-ათასზე მეტი მოსწავლე იყო დარეგისტრირებული,
აქედან ბარიერი 11 000–მდე მონაწილემ ვერ გადალახა.
მასალის გამოყენების პირობები