სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების
განვითარების მიზნით შექმნილი
სათათბირო საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა
სხდომაზე თხილის სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილეს და
ყურადღება თხილის მავნებელ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის
ღონისძიებებზე გაამახვილეს. საუბარი ასევე შეეხო, თხილის ფორუმთან
დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს.
სხდომაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა ანგარიში
წარმოადგინა. სხდომის წევრებმა ასევე მოისმინეს ანგარიში თხილის
სოკოვანი დაავადებების გავრცელების შესახებ. სოფლის მეურნეობის
მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, თხილის მავნებლის წინააღმდეგ
ბრძოლა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და პრობლემის
მოგვარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ფერმერებთან ეფექტიანი
კომუნიკაცია დაასახელა. ყურადღება ასევე, სახელმწიფოში მაღალი
სერვისის ლაბორატორიის ქონაზე გამახვილდა.
სხდომას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა
და თხილის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები