საღეჭი რეზინი, ჩიფსი - რა პროდუქტების გაყიდვა აიკრძალება სკოლის ბუფეტებში
ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა
იკრძალება. შესაბამისი ბრძანება განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უკვე
გამოსცა.ბრძანების თანახმად, სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალება
- საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული
წასახემსებლების (მაგალითად ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) იკრძალება
ასევე მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, დაკონსერვებული
პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, მინერალური წყლის გარდა
სხვა გაზიანი სასმელების და თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის
გაყიდვა.
ამასთან, ბრძანებაში აღნიშნულია ის პროდუქტები, რომელთა გამოყენებაც
სკოლის ბუფეტებში მიზანშეწონილი იქნება. ამ პროდუქტების ჩამანათვალი
ასე გამოიყურება: ხილი და ბოსტნეული; წყალი, ხილის წვენი, ხილის
კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის
წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები
(სასურველია გამდიდრებული კალციუმით), ჩაი და კაკაო.
აღნიშნული ბრძანების პირობების შესრულების მონიტორინგს სკოლებში
დირექციასთან ერთად განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების
მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და
კოორდინაციის სამმართველო განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები