გაეროს პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის 100-მდე სკოლას კომპიუტერული აღჭურვილობა გადაეცემა
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში სოხუმის ბ.შინკუბას
სახელობის #1 სკოლას საჩუქრად ახალი
კომპიუტერული აღჭურვილობა გადაეცა. კომპლექტში, რომლის ღირებულება 200
ათას რუბლს შეადგენს, შედის ნოუთბუქი, მულტიფუნქციური პრინტერი,
პროექტორი, ეკრანი და სხვა.
2016 წლიდან ამოქმედებულმა გაეროს განვითარების პროექტმა, 5 წლის
განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკის 100 - მდე სკოლას უნდა გაუწიოს
ტექნიკური მხარდაჭერა და გადასცეს კომპიუტერული მოწყობილობის საბაზო
კომპლექტები.
აფხაზეთში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის მადინა
სულავას განცხადებით, გაეროს ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში,
უპირატესობა მოშორებით მდებარე სოფლების და ასევე იმ სკოლებს
მიენიჭებათ, რომლებმაც აქამდე საერთაშორისო ორგანიზციებისგან
მინიმალური დახმარება მიიღეს.
პროგრამა მასწავლებლებისა და უფროსკლასელებისთვის კომპიუტერული
კურსების ჩატარებას ითვალისწინებს. 2016 - 2017 სასწავლო წლებში კი
პროექტის ფარგლებში, დახმარება ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონების 16
სკოლას გაეწია.
მასალის გამოყენების პირობები