საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან მე-40 წელი შესრულდა
25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა
და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან მე-40 წელი
შესრულდა. სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო
ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25
დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია
მეორე ეწოდა.
მასალის გამოყენების პირობები