საქართველოს პროკურატურამ დღეს, ღამის 4 საათზე ფოთში მომხდარ
შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციელი ბრალდებულის სახით დააკავა.
ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
"2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში
დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე,
სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის
ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა,
ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ
პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. საქმეზე
გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის
საგამოძიებო ნაწილი, 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც
გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან
იარაღის გამოყენებით. პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დაკავებულია
ბრალდებულის სახით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
ფოთში დაშავებულ პოლიციელს
ტვინის შერყევა აქვს
მასალის გამოყენების პირობები