ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას მიმართ, შესაძლო, საარჩევნო მიზნებით ზეწოლის ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატისთვის ერთ-ერთი პრიორიტული საქმეა. ამის
შესახებ სახალო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აპარატი აღნიშნული საქმის ყველა გარემოებას შეისწავლის და შესაბამისი დასკვნა ექნება.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული ფაქტი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამხოლოდ დისკრიმინაციულ ჭრილში, არამედ ყოველმხრივად შევისწავლოთ. აქ საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლაზე, ასევე საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ამიტომ ყველა მხრიდან და მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით აღნიშნული ფაქტის გარშემო გარემოებებს. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ოჯახის წევრებთან და მას შემდეგ, რაც მათგან ყველა საჭირო ინფორმაციას მივიღებთ, შევისწავლით და გვექნება შესაბამისი დასკვნა. ია კერზაიას წერილში სავარაუდოდ, საუბარია პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნის დადგენაზე. ჩვენ, პირველ რიგში, გარემოებები უნდა შევისწავლოთ და შემდეგ გამოიკვეთება, რა ნიშნით დისკრიმინაციაზე იყოს საუბარი. ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა სახალხო დამცველისთვის,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყებას სთხოვს.
ამავე თემაზე :
საია კერზაიას საქმეზე: ვიკვლევთ, ხომ არ ჰქონდა ამ ფაქტს პოლიტიკური წინაპირობა
სამინისტრო კერზაიას გარდაცვალებაზე: სკოლას პოლიტიკურ საკითხებში რთავენ
ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაზე: ეს იყო ორგანიზებული მკვლელობა
სკოლის დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა გარდაიცვალა
მასალის გამოყენების პირობები