ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიაში მყინვარ ჭალაადის მიმდებარედ, სადაც „მესტიაჭალაჰესის“ კონსტრუქციების მშენებლობა მიმდინარეობს, ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შექმნა.
წყლის მასამ სავარაუდოდ, 10-მდე ავტომობილი წაიღო. მესტიის მკვიდრის დავით ფალიანის ინფორმაციით, ადიდებული მდინარე მშენებარე ჰესთან არსებულმა ხიდმა ვერ გადმოატარა. ფალიანი ამბობს, რომ არც წაღებული მანქანების რაოდენობის შესახებ იცის ვინმემ და არც ის, იყვნენ თუ არა ავტომობილებში ადამიანები.
„ეს ადგილი, ასე ვთქვთ, იყო სადგომი. ადგილი, რომელიც დაიტბორა, არის ჭალაადის მყინვარისკენ მიმავალი გზა, რომელიც ორ მდინარეს შორისა. აქ შენდება „მესტიაჭალაჰესის" კონსტრუქციები, მათ შორის, მდინარეებზე გადასასვლელი ხიდი, სწორედ ამ ხიდმა ვერ გადმოატარა ადიდებული მდინარე. ხიდი გადმოყირავებულია, ორი მანქანა ვნახე ნახევრად ჩამარხული. იქ ასევე არის პატარა კაფე, სადაც მყოფმა ორმა ადამიანმა ძლივს მოასწრო, რომ არ ჩარჩენილიყო იქ. მოსახლეობა არ ცხოვრობს ახლოს, თუმცა ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლების გადმოყვანასაც ცდილობენ ახლა. როგორ მოახერხებენ, არ ვიცი, ორ მდინარეს შორის არიან. ამიტომაც ვიყავით ამ ჰესების წინააღმდეგ. ეს ისედაც რთული მდინარეა, მისი დამორჩილება შეუძლებელია“, - ამბობს დავით ფალიანი.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა როგორც რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მაშველები იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა ცდილობენ. ამავე ინფორმაციით, მათ საფრთხე არ ემუქრებათ.
ადიდებულმა მდინარემ მესტიაში ასევე დააზიანა ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები