საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ზუგდიდში დაკავებულ ორ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, გუშინ ადვოკატმა
მოინახულა. ჯიტა გულუას ინფორმაციით, ბესო თორდია საქმეში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.
სამართალდამცავებმა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ზუგდიდში ორი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, პოლიციამ მათი პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის 2 ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სს კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორი მამაკაცი ერისთავის ქუჩაზე, ერთ-ერთ ავტომობილზე, სავარაუდოდ, ასაფეთქებლის დამონტაჟებას
ცდილობდა. მომხდარი,
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, პირად კონფლიქტს უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები