საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” პირველი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევის დაფიქსირებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ადასტურებს.
NCDC-ის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი იყო, მან უკვე გაიარა მკურნალობის კურსი და ბინაზე გაეწერა.
“ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა. პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები