უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ლევან სახელაშვილი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს.
ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.
ლევან სახელაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2012 წლამდე მსახურობდა, მუშაობდა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. უკრაინაში კი რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან იბრძოდა.
აფხაზეთიდან დევნილი ჯარისკაცი 24-ე ქართველია რომელიც, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას
შეეწირა. გავრცელებული ცნობით, 38 წლის ქართველი მებრძოლი, მიკოლაივის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები