ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ოქტომბერში, კახათსა და ოდიშში საბავშვო ბაღების მშენებლობისათვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდს სამ სოფელში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის დაპროექტებისა და აშენებისთვის 3 873 740 ლარი გამოყო და 24 მარტს ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი 14 აპრილს დაიწყება და 19 აპრილამდე გაგრძელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების შემსრულებელ კომპანიას სამივე ბაღის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 11 თვიანი ვადა ექნება.
იგივე მომსახურებისთვის პირველი ტენდერი 6 მარტს გამოცცხადა, თუმცა წინადადებების მიღება 20 მარტს ისე დასრულდა, რომ მომსახურების შესრულების სურვილი არცერთმა მიმწოდებელმა არ გამოთქვა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის სოფლებში: ოქტომბერში, კახათსა და ოდიშში, ბაღების მშენებლობის ტენდერი არ შედგა
მასალის გამოყენების პირობები