შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი ხარისხის მედლით, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ზესაშვილი დაჯილდოვდა.
პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ჯილდო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად გურამ ზესაშვილი მეორე ვადით 2021 წელს დაინიშნა.
სამინისტროს მედალიონით დღესვე განსაკუთრებული დამსახურებისთვის წალენჯიხის პოლიციის რაიონული სამმართელოს უფროსი
ლევან კვირკვაია დაჯილდოვდა.
მასალის გამოყენების პირობები