2023-2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტში, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ კომპლექსს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება,
მუზეუმის ადგილზე კი ახალი ნაგებობა განთავსდება.
მომსახურების შესყიდვისთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ 1 730 281 ლარიანი ტენდერი 29 მაისს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 20 ივნისს დასრულდება.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა ორ სართულიანი იქნება. პირველ სართულზე მოეწყობა საგამოფენო სივრცე, მეორე სართული კი კაფეს, სამზარეულოს და საკონფერენციო სივრცეს დაეთმობა.
კომპანიამ, რომელიც მომსახურების შესრულების ვალდებულებას აიღებს, შენობა 7 თვეში უნდა დაასრულოს.
ნოქალაქევში კომპლექსური სამუშაოები, რომელიც 2016 წელს დაიწყო, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. მას სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 14 მილიონი ლარი დაიხარჯება.
პროექტი საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები