კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფერმერების მომართვის საფუძველზე, ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო.
ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მონიტორინგის მიზანი კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებაა, რომელიც კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასებას, პროდუქციის აღების პერიოდში ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზსაც ითვალისწინებს.
მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეაფასებს კონკურენტულ გარემოს როგორც მოცვის წარმოების, ასევე მისი ექსპორტის დონეზე. კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამუშავდება რეკომენდაციები.
მასალის გამოყენების პირობები