გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა სახიფათო და დასჯადია.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ნერგებს საქართველოსგან ყიდულობს“, ამის შესახებ ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ წერს. მათივე მტკიცებით, შესყიდვების ღირებულება იყო 42 მილიონი რუბლს (430 ათასი დოლარი) შეადგენს.
რამდენად ხარისხიანია ამ ეტაპზე დაფნის ფოთოლი სამეგრელოს სოფლებში, რა აქტივობები კეთდება დაფნის კულტურის პოპულარიზციისთვის რეგიონში, რა მეთოდებით უნდა ებრძოლონ მავნებელ დაავადებებს ფერმერები, როდის არის მიზანშეწონილი დაფნის ფოთლის კრეფა, ამ თემებზე რადიო ,,ათინათის’’ ეთერში გვესაუბრება, საქართველოს დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორი დავით კუტალია.
ზუგდიდის მერია მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალი ფერმერების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას იწყებს: „ყველის შესანახი და დასავარგებელი სარდაფის მოწყობა“ და „ვიტრინა მაცივრის შეძენა“.
სამეგრელოს რამდენიმე სოფელში ფერმერები დაფნის ფოთლებზე გავრცელებული მატლის შესახებ ჩივიან. ერთ-ერთი მათგანი ხობის მუნიცნიპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მცხოვრები გიორგი ნადარაიაა.
გარემოს დაცვისა და სოფილის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ზუგდიდში,ფერმერებთან შეხვედრაზე, სამეგრელოში გავრცელებულ კულტურაზე, მოცვზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი მოქმედი პროგრამების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
თიბისი, როგორც ბიზნესის მუდმივი მხარდამჭერი, ამჯერად ბიზნეს სექტორით, მათ შორის აგრობიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის თუ არსებული მეურნეობებისა და საწარმოებისთვის ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.