წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სენაკში.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ძლიერმა წყალმოვარდნამ ცენტრალური ქუჩების ნაწილი დატბორა. წყალი ასევე შევიდა სახლების ეზოებსა და პირველ სართულებზე.
ძლიერმა წვიმამ და ადიდებულმა მდინარეებმა გასულ კვირაში სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტი
დააზარალა, მათ შორის იყო სენაკიც.
რამდენიმე დღის წინ მომხდარი სტიქიის შედეგად ამ დრომდე
ბუნებრივი აირი არ მიეწოდება ზუგდიდის, ხობისა და წალენჯიხის მოსახლებას.
მასალის გამოყენების პირობები