ფოთში, მდინარე კაპარჭინას მიმდებარედ ტბაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მას ახლობლები და ოჯახის წევრები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
მისი ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები