ახალი ამბები
შვეიცარია არ აღიარებს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს
შვეიცარიის ფედერალური საბჭო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოკუპირებული უკრაინისა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოქალაქეებისთვის რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტების არაღიარების შესახებ.

საბჭო განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ შვეიცარია კრძალავს შენგენის ვიზის გაცემასა და შენგენის ზონის შიდა საზღვრის გადაკვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით. ფედერალურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე მიიღო.

"ჩვეულებრივი პასპორტები და დიპლომატიური პასპორტები, მოაქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვები, მეზღვაურთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნება აღიარებული", - ვკითხულობთ ფედერალური საბჭოს დოკუმენტში.

თარიღებთან დაკავშირებით განცხადებაში განმარტებულია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, დოკუმენტების არაღიარება მოხდება მათი გაცემის თარიღის შესაბამისად. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონებისთვის მითითებულია 2008 წლის 26 აგვისტო.

"ამ თარიღის შემდეგ გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ამ ორ რეგიონში ან იქ მცხოვრებ პირებზე აღარ მიიღება შენგენის ზონაში. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად. შვეიცარია ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

მიუხედავად შეზღუდვებისა, ვიზა შეიძლება გაიცეს ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ეროვნული ინტერესების ან საერთაშორისო ვალდებულებების გამო ", - აღნიშნულია განცხადებაში.

აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა, ხოლო იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ. 2009 წელს დე ფაქტო რესპუბლიკები აღიარა ვენესუელამ და ნაურუმ, 2018 წელს კი სირიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / ნოემბერი 2024
ჩხოროწყუში მოქალაქეების ნაწილი ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ "ქართული ოცნების"
29 / ნოემბერი 2024
მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს
29 / ნოემბერი 2024
სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული წარმომადგენელი ლევან პაპავა , ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.