წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა, რომელიც ჯვარში გამართული აქციის მონაწილეებს შეხვდა, დაპირდა მათ, რომ მერია საკრებულოს პროექტს ხელახლა გადაუგზავნის და პირადად ეცდება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყოს.
ამის შემდეგ ჯვარი - მესტიის გზაზე აქცია შეწყდა.
ეწერფერდელებმა სოფელში გზის რეაბილიტაციის მოთხვნით ჯვარი-მესტიის საავტომიბილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ, ხმაურის ფონზე,
ორი პირი ტერიტორიას მანქანებით განარიდა და აქციის მონაწილეებს გზის გადაკვეთის საშუალება არ მისცა.
მანამდე წალენჯიხის საკრებულომ არ მოიწონა სოფლის გზის რეაბილიტაციის პროექტი და მიზეზად ხარვეზიანი დოკუმენტი დაასახელა.
ამ დრომდე წალენჯიხის აღმასრულებელი და წარმომდგებლობითი ორგანოები რეაბილიტაციის შეფერხებაში ერთმანეთის ბრალეულობას ხედავენ.
ამავე თემაზე:
ეწერფერდელები ხვალ მესტიისკენ მიმავალ გზას გადაკეტავენ - ჩააგდო თუ არა საკრებულომ რეაბილიტაციის პროექტი (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები