ახალი ამბები
აფხაზმა "დიპლომატებმა" არასამთავრობო ორგანიზაციებზე კრიტიკული წერილი გამოაქვეყნეს
აფხაზი "დიპლომატები" არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებენ, შესაბამისი წერილი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ "აფხაზეთში კოლექტიური დასავლეთის ფულით შექმნილია ე.წ. დამოუკიდებელი მედიის მთელი ქსელი".

"ეხო კავკაზას" თანახმად, ამას წინ უსწრებდა, ე.წ. "საელჩოების" დაფინანსების ხარჯებთან დაკავშირებით მედიაში პუბლიკაციების გავრცელება. ახლა კი განცხადებები გამოაქვეყნეს სირიაში "აფხაზეთის საელჩოს" თანამშრომლების, ვენესუელასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში "აფხაზეთის ელჩების" სახელით.

"ჩვენ ყოველთვის გვქონდა ანგარიშვალდებულებასთან პრობლემა. ჩვენ ურთულეს პირობებში გვიწევს მუშაობა, როცა ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი და ჩვენი ახლობლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ყოველთვის ვერ ვახერხებთ ხარჯების საფუძვლის დოკუმენტირებას, ეს არ არის ახალი პრობლემა და კონტროლის პალატამ ეს უნდა იცოდეს. საჯარო განცხადებების ნაცვლად, ყველა ჩვენგანმა უნდა აამაღლოს სამუშაოს ხარისხი"
, - ნათქვამია დამასკში "აფხაზეთის საელჩოს" განცხადებაში. 

აქვე ხაზგასმულია, რომ "სირიამ დროულად აკრძალა სხვადასხვა ტიპის უცხოური მანიპულატორების საქმიანობა" და რომ ისინი ემხრობიან "ადეკვატურ რეაგირებას არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობებზე, დაუბინდონ მოქალაქეებს ცნობიერება".

კარაკასში "აფხაზეთის ელჩი" ზაურ გვაჯავა აცხადებს, რომ დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ვენესუელის რესპუბლიკის განვითარებას:

"ხელისუფლების დისკრედიტაცია, მანიპულირება და არალეგიტიმური ინსტიტუტების შექმნა დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების ტრადიციული არსენალია. რისკენ მიისწრაფვიან ისინი? სახელმწიფო გადატრიალებისკენ, საგარეო პოლიტიკისა და ღირებულებითი ვექტორის შეცვლისკენ. გავიხსენოთ ხუან გუაიდო, რომელიც აშშ-მა გამოიყენა და გადააგდო. ამას აკეთებენ მთელ მსოფლიოში და ამასვე აკეთებენ აფხაზეთშიც. საქველმოქმედო საქმიანობაზე მათი საუბარი სხვა არაფერია, თუ არა სტანდარტული მანიპულირება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმძღვანელოს მიხედვით, საიდანაც ისინი ფინანსდებიან. ჩვენ არ უნდა დავუშვათ არასამთავრობო ორგანიზაციების გაფართოება ჩვენს ქვეყანაში. მათ შემდეგ მხოლოდ განადგურება, სიღარიბე და კორუფცია რჩება".

"აფხაზეთის ელჩი სამხრეთ ოსეთში" ალან ელბაკიევი, წერს, რომ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს შეიარაღებული აგრესიის დროს მზარდი დაძაბულობის ფონზე. უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენა დამღუპველია და ხელს უწყობს უცხო პოლიტიკური კულტურისა და მენტალიტეტის ჩამოყალიბებას. ის მიზნად ისახავს მასობრივ ცნობიერებაში საპროტესტო განწყობების გაღვიძებას. სწორედ ამიტომ შეაჩერა 2008 წლის მოვლენების შემდეგ დარჩენილი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა სამხრეთ ოსეთის მთავრობამ და ეს არის სწორი გადაწყვეტილება".

გამოცემის თანახმად, სოხუმში არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ კრიტიკა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლების მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცების ფონზე გაძლიერდა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ შეაჩერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი პროექტების დამტკიცება და მათი განხორციელებისთვის სერტიფიკატების გაცემა. USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი „აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას.

იანვრის დასაწყისში აფხაზური ტელეგრამის არხები, ასლან ბჟანიას ე.წ. „ადმინისტრაციის“ წყაროზე დაყრდნობით, ამტკიცებენდნენ, რომ მზადდება რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის კანდიდატთა სია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

მანამდე, 2023 წლის 29 დეკემბერს, სოხუმში ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე თბილისისა და ვაშინგტონის რეაქციას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ "აფხაზეთში ფერადი რევოლუციისთვის" პირობების შექმნის მცდლობებს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი და ასევე, კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, „ფინალურ ეტაპზეა“.
27 / ნოემბერი 2024
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 (სურამი-ვერტყვიჭალა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაცია
27 / ნოემბერი 2024
სავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.