"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის  
დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. 
მან სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს და "ქართული ოცნების" გუნდს. 
"დიდი პატივია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბატონი ირაკლი კობახიძის ნდობა. სამშობლოსადმი მისი ერთგულება, საქმისადმი მისი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და დაუღალავი შრომა სამაგალითოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტისთვის", -  აღნიშნა ჩიქოვანმა. 
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ინსტიტუციური საფუძვლების განმტკიცება და გაძლიერება. 
ირაკლი ჩიქოვანი  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად პირველ თებერვალს 
დაასახელა.			 
			
მასალის გამოყენების პირობები