ახალი ამბები
სოხუმში აცხადებენ, რომ „როსგვარდიასთან“ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება „არ ექვემდებარება ხელმოწერას“, ამის შესახებ ე.წ. შსს-ს ხელმღვანელმა რობერტ კიუტმა განაცხადა, წერს „აფსნიპრესი“.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობაში, არ არიან ადამიანები, რომლებიც იმოქმედებენ და პროფესიული საქმიანობას შეასრულებენ აფხაზეთის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისა ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ“, - განაცხადა მან.

კიუტის მტკიცებით, „აფხაზეთი არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო“ და ამ სტატუსს იცავენ 30 წელია.

„აფხაზეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას უცხო სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტურებმა“, - თქვა კიუტმა.

მისივე განმარტებით, წინასწარი შეთანხმებების შესაბამისად, გადაწყდა მომზადდეს ხელშეკრულების პროექტი „აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნულ გვარდიას შორის ურთიერთქმედების შესახებ“, თუმცა ის „არანაირად არ ითვალისწინებს რუსეთის გვარდიის თანამშრომლების ფიზიკურ ყოფნას აფხაზეთის ტერიტორიაზე ან მათ ჩარევას ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში“.

მან დასძინა, რომ ხელშეკრულების შეთანხმების და ხელმოწერის შემთხვევაში, საუბარია გამოცდილების გაცვლასა და ცოდნის მიღებაზე, შესაბამის უნივერსიტეტებში.

რამდენიმე დღის წინ, აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაძლოა, შეთანხმება დადოს რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარის ფედერალურ სამსახურთან („როსგვარდია“).




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ნოემბერი 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული
26 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
26 / ნოემბერი 2024
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.