ახალი ამბები
პროკურატურას მოუწოდებენ, არ შეწყვიტონ გამოძიება ძალადობაში ბრალდებული ხობელი მამაკაცის წინააღმდეგ
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში მეზობლების წინააღმდეგ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და იარაღის ფლობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის თანასოფლელებმა, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას "უფლებები საქართველოს" მიმართეს. ისინი შიშობენ, რომ საგამოძიებო ორგანო გეგმავს, საქმეზე გამოძიება შეწყვიტოს ბრალდებულის შეურაცხადობის მიზეზით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ფოთის რაიონულმა პროკურატურამ შუამდგომლობით უკვე მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნა. 

"უფლებები საქართველომ", რომელიც დაზარალებულად ცნობილი თამარ ქარაიას და მისი დედის მახუტი ქარაიას ინტერესებს იცავს, საქმეში ჩართვისთანავე მოითხოვა საქმის მასალების გადმოცემა, ასევე მათ საგამოძიებო ორგანოს  მიმართეს მოწმეების გამოკითხვისა და ერთ-ერთი დაზარალებულისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.

ბრალდებულის მიმართ დაინიშნა ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, დადგინდა ბრალდებული პირის ფსიქიკური შეურაცხადობა. თუმცა, დაზარალებულები და მისი ადვოკატები ითხოვენ, რომ ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოკვლევა მოხდეს სტაციონარული წესით. 

"უფლებები საქართველოს" იურისტები და დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ ბრალდებულის მიმართ გამოძიების შეწყვეტით შესაძლებელია, დაზარალებულების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე.

"უფლებები საქართველო" მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, სრულყოფილად გამოიკვლიოს ძალადობის ფაქტები და საქმის მასალები, ჩაატაროს ხელახალი ფსიქიატრიული ექსპერტიზა და მხოლოდ მტკიცებულებების სრულფასოვნად გამოკვლევის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, საჯიჯაოს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ კრიმინალური წარსულის მქონე მამაკაცი ნასამართლეობას ადგილობრივების დასაშინებლად იყენებს და უკვე მრავალი წლის განმავლობაში ავიწრიოებს სოფლის მოსახლეობას, შეურაცხყოფას აყენებს მეზობლებს, ითვისებს მათ ქონებას, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების მიზნით კი მიმართავს ფსიქიკური აშლილობის სიმპტომების სიმულირებას.

15 თებერვალს, მოძალადე მამაკაცი თამარ და მახუტი ქარაიებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ ისინი მას თავიანთი მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებას არ მისცემდნენ. ინციდენტის გამო, მახუტი ქარაია გულის შეტევითა და ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი კი დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 151-ე და 236-ე მუხლებით, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
26 / ნოემბერი 2024
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
26 / ნოემბერი 2024
საოჯახო მარანი "ოდას" დამფუძნებელი ქეთო ნინიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ომბუდსმენმა გასტრონომიული ფესტივალიდან მისი მოხსნის ფაქტზე დისკრიმინაცია ვერ დაადგინა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.