ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი განმუხურში დაკრძალეს (ფოტო)
უკრაინაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას შეწირული თენგიზ ჭანია, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა, განმუხურში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ჭანიას პანაშვიდი განმუხურში, მის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"თენგო მუშაობდა დაზვერვის დეპარტამენტში. ამის შემდეგ, 2012 წელს, სრულიად უსაფუძვლოდ, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ის წავიდა ემიგრაციაში. უკრაინის ომის დაწყებიდან კი ჩაერთო აქტიურ ბრძოლებში. ირიცხებოდა უკრაინის შეიარაღებულ ფორმირებაში. ბოლოს აზოვის პოლკში გადავიდა. ის იმსხვერპლა რუსეთის არტილერიამ. დაღუპვამდე ორი დღით ადრე მელაპარაკა. ისეთი შემართებით იყო მთელი ცხოვრება, რომ ამბობდა, ჩვენ აფხაზეთს დავიბრუნებთ და საერთო მტერს დავამარცხებთო", - თქვა თენგიზ ჭანიას ძმამ.

ჭანიას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად დღეს განმუხურში ოჯახის ახლობლები, მეგობრები, პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. დაკრძალვას ასევე დაესწრო საქართველოში უკრაინის სამხედრო ატაშე, რომელმაც უკრაინაში ქართველების ბრძოლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე თენგიზ ჭანია, უკრაინის ომის დაწყებიდან "აზოვის" მესამე მოიერიშე ბრიგადის რიგებში იბრძოდა. ის 22 მარტს რუსეთის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. მისი ცხედარი ფრონტის ხაზიდან თანამებრძოლებმა 25 მარტს გამოასვენეს. 3 აპრილს კი ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს.

ამავე თემაზე:

უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი ცხელი წერტილიდან ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ

ახლობლების ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს სამშობლოში 3 აპრილს ჩამოასვენებენ

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 300 - ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრით და ტალახის წყაროებით.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.