ახალი ამბები
საკრებულოში სხდომა მეხუთედ გადაიდო, ფრაქცია "ახალი" კი ბრალდებებს პასუხობს
ზუგდიდის საკრებულოში სხდომა კვორუმის არარსებობის გამო მეხუთედ გადაიდო. დარბაზში 15 დეპუტატი გამოცხადდა, კვორუმის შესადგენად კი მინიმუმ 23-ია საჭირო.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა ამბობს, რომ სხდომებთან ერთად, ჩაიშალა რამდენიმე საკომისიო განხილვაც. მისი თქმით, " ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ბოიკოტს უცხადებენ საკრებულოს საქმიანობას.

"რაც შეეხება იმ განცხადებებს, რაც გუშინ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გააკეთეს, უბრალოდ, სასაცილოა. მათ არგუმენტიც კი არ ჰყოფნით იმისათვის, რომ მათ თავისი პარტიული ინტერესი და ის, რომ ისინი გარიგებულები არიან ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს გაამართლონ", - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.

დღესვე პარტია "ახალმა" ბრიფინგი გამართა. მისი თავმჯდომარე მაია კალანდია ყურადღებას ამახვილებს "ენმ"-ს წევრის ირაკლი სორდიას მიერ რადიო "ათინათთან" გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის ბოიკოტის მიზეზად "ფრაქციის წესდების უკანონოდ გადაკეთებას" ასახელებს.

"ირაკლი სორდიამ თქვა, რომ წესდების დარღვევით გადავარქვით ფრაქციას სახელი და საერთოდ არ ახსენებენ ფრაქცია "ახალს". გასაგებია, არ ახსენებენ, ისინი არ გვცნობენ, დიდი პატივია ჩვენთვის, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც ყველა გზას გადაუხვია, იმ მიზნებს და ამოცანებს, რომლებიც ჰქონდა წლების განმავლობაში და უნისონში არის, აგერ თქვენ ხართ მოწმეები, ქართულ ოცნებასთან ერთად მოქმედებენ ზუგდიდელების ინტერესების წინააღმდეგ", - ამბობს კალანდია.

როგორც ის განმარტავს, მათ "ენმ"-ს წევრებთანაც ჰქონდათ კონსულტაციები და ფრაქციას ყველა პროცედურის დაცვით დაერქვა სახელი.

"შეგიძლიათ გამოითხოვოთ დოკუმენტაცია და მოგაწვდით. არაფერი არ არის დარღვეული. წესდების ყველა მუხლის დაცვით გადაერქვა ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობას სახელწოდება.

კონსულტაციები მათთან გვქონდა და ასე გვითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ 2/3 გვქონდა კვოტა, მათ გვითხრეს, ერთი წერტილიც კი რომ შეცვალოთ, ფრაქციის სახელწოდებაში, ჩვენ თქვენთან არ ვითანამშრომლებთ", - თქვა კალანდიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ბასილაია აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" შექმნილი სიტუაციით სარგებლობს და "ენმ"-ს 8 დეპუტატის მანიპულირებით ცდილობს, დაშალოს ოპოზიციით დაკომპლექტებული საკრებულო.

"ეს იმას მიანიშნებს, რომ მათის მთავარი მიზანი არის, რომ რამენაირად მოკალათდნენ თანამდებობაზე და ამისათვის, სამწუხაროდ, ყველაფერზე მიდიან, ბიძინა ივანიშვილმა, სამწუხაროდ ქართულ ოცნებას ჩამოართვა, ღირებულებითი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს", - გვეუბნება ბასილაია.

ის მოუწოდებს დეპუტატებს, შეწყვიტონ ბოიკოტი და დაუბრუნდნენ საქმიანობას წარმომადგენლობით ორგანოში.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის საკრებულოში 5 აპრილს ვერ ჩატარდა სხდომა, რომელზეც დაგეგმილი იყო ოპოზიციური ფრაქცია "ახალის" ცნობად მიღება. აღნიშნული ფრაქცია ენმ-ს ყოფილი 14 წევრისგან შედგება, რომელთაც პარტია დატოვეს და ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გუნდს შეუერთდნენ. პარტიაში დარჩა საკრებულოს 8 წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", თუმცა ფრაქციას სახელი შეეცვალა. სწორედ სახელის ცვლილების ცნობად მიღება ვერ ხერხდება ამ დრომდე, რადგან აპრილში გასამართი პირველივე სხდომა, სადაც დღის წესრიგით აღნიშნული საკითხიც არის განსაზღვრული, კვორუმის არარსებობის გამო, მეორე კვირაა, იშლება.

ქართულმა ოცნებამ 10 აპრილს დაარეგისტრირა ინიციატივა, საკრებულოს ოპოზიციონერი (ფრაქცია "ახალის" წევრების) ხელმძღვანელების, საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და მისი, ასევე, ოპოზიციონერი მოადგილეების გადაყენების შესახებ. დოკუმენტი მომდევნო თვეში უნდა წარედგინოს საკანონმდებლო ორგანოს. გადაწყვეტილების მისაღებად, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო 45 მანდატიან საკრებულოში, თუმცა, მმართველ პარტიას მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 300 - ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრით და ტალახის წყაროებით.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.