ახალი ამბები
გრანტიჭამებიები, ქართული კანონი, სუვერენიტეტი, ნაცებო - ფრაზები საკრებულოდან (ვიდეო/აუდიო)
დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ზუგდიდში საკრებულოს სხდომა, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "აგენტების" კანონს აპროტესტებდნენ. მას შემდეგ, რაც დაპირისპირების გამო მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელს მურთაზ ბოკუჩავას ანგარიშის წარდგენის შეწყვეტა მოუწია, სხდომაზე სიტუაციის დამშვიდება საკრებულოს თავმჯდომარემ შეძლო, თუმცა, მოგვიანებით, ხმაური დარბაზსა და დერეფანში გაგრძელდა.

სხდომის დასრულების შემდეგ აქტივისტმა ივდო ოტობარმა "ქართული ოცნების" წევრებს მიმართა და უთხრა, რომ მათი ნაწილი თანაქალაქელებს "თვალებში ვერ უყურებს", აქტივისტმა ასევე გაიხსენა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, მშობლიურ სახლში წასვლას ვერ ახერხებს, რაზეც მაჟორიტარმა თამაზ ფაცაციამ უპასუხა, რომ მას გალში ბებია ჰყავს გარდაცვლილი, თუმცა მისი დატირება არ შეუძლია, აქტივისტ კი მიმართა, რომ ამ ხერხით სხვებს "თავს ნუ აცოდებს" და მოუწოდა, გამჭვირვალე გახადონ თანხები, რასაც, როგორც ფაცაციამ თქვა,  მას და მის "პატრონებს" ურიცხავენ.

სწორედ ამ დიალოგის შემდეგ დაიძაბა ვითარება დაპირისპირებულ მხარეებს შორის, "სამართლიანი არჩევნების" ლიდერმა ფაცაციას საუბრისკენ და "აგენტების" კანონის შინაარსის განხილვისკენ მოუწოდა, პასუხად კი ფაცაციამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უთხრა, რომ "გრანტიჭამიები" არიან და "ბავშვებს წამლავენ".


"არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ არგუმენტი. მე ვკითხე, რის საფუძველზე ამბობენ ისინი, რომ კანონი არის რუსული, მე ვამბობ, რომ კანონი არის ქართული. მათ არგუმენტად მოიყვანეს, რომ დიმიტრი პესკოვმა და ვლადიმერ პუტინმა მოიწონა ეს კანონი. ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი პესკოვი არიან რუსეთის ხელმძღვანელები და მესვეურები. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, შეურაცხმყოფელია მათ მიერ ნათქვამი წინადადების არგუმენტად გამოყენება და ზუსტად ამან გამომიყვანა იმ შემთხვევაში მწყობრიდან. მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ჩემი გაცხარებისთვის. მე საერთოდ, ზოგადად არ ვცემ ასეთ ჭუჭყს და ტალახს პასუხს იმიტომ, რომ დრო ყველაფერს გასცემს პასუხს. ისინი გაღიზიანებულები არიან ერთი რამის გამო: 29-ში ყველამ ნახა, სად დგას ქართველი ერი, რა უნდა ქართული ოჯახის შენარჩუნებას და ღირსებას და რა ფასი აქვს ამას. მამული, ენა და სარწმუნოება არის ის ყველაზე დიდი მოწოდება და ჩვენი წინაპრის მიერ დანატოვარი, რომელსაც ჩვენ ბოლომდე გავუფრთხილდებით და თუ ეს პატარა საქართველო ასე ვინმეს აწუხებს, დამიჯერეთ, რომ ეს პატარა საქართველო ადამიანური ფორმით შეძლებს ბოლომდე მიიყვანოს ეს კანონი, რათა სუვერენიტეტი დაიცვას, რათა იქნეს სახელმწიფოებრიობა უზრუნველყოფილი. ის, რომ თქვენი კანონი მიუღებელია და შიდა ჩარევაა, არცერთ ქვეყანაში არ ხდება. დამიჯერეთ, პატარა ერების გადარჩენა მხოლოდ სუვერენიტეტსა და ჩაურევლობაშია, რაც ყველაზე მთავარია სახელმწიფოსთვის. მოქმედი ყველა არასამთავრობო დადებს ანგარიშს, თუ სად იხარჯება თანხები და იქნება ყველაფერი გამჭვირვალედ", - აღნიშნა შემდეგ ჟურნალისტებთან ფაცაციამ. ლოგუა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად მმართველი პარტიის წევრებს დიალოგისკენ და "სწორ მხარეს" დგომისკენ  მოუწოდებდა, ამბობს, რომ ზუგდიდელი აქტივისტები მზად არიან საკრებულოს წევრებს კანონპროექტი მუხლობრივად განუმარტონ და უთხრან, რატომ არის ეს კანონი საფრთხის შემცველი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

"ფაქტობრივად, დღიდან კანონის დაინიცირებისა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვართ ჩართული ბრძოლაში, რომ ეს კანონი უკან გაიწვიონ იმიტომ, რომ ეს კანონი გვაბრუნებს უკან, ჯოჯოხეთში, რასაც ჰქვია რუსული ინტერესების გატარება ქვეყანაში, რაც, ფაქტობრივად, გამოვიარეთ ერთხელ საუკუნეების განმავლობაში და ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ვატარებთ, არ გვინდა უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებად წარმოგვაჩინონ. მაშინ, როდესაც შავი ფული ერთი ორად კი არა, ასმაგად და ათასმაგად კვადრატში შემოდის რუსეთიდან და ამას არავინ არ უყურებს, მათ შორის, საქართველოში სათათბურე პირობებში არიან სათათბურე ჯგუფები.  დღეს, როდესაც, ფაქტობრივად, ახლოს ვართ იმ საუკუნოვან საწადელთან, რასაც ჰქვია ევროპაში ინტეგრაცია, ამ გზას გვიხერგავენ იმიტომ, რომ საკუთარი ძალაუფლება გაიმყარონ და საზოგადოებაში არ იყვნენ მიუკერძოებელი ობიექტური ორგანიზაციები. ამ ადამიანებში არის არაერთი საკრებულოს წევრი, რომლებიც ვიცით, რომ დღეს არ არიან წარმოდგენილი საკრებულოში. ამათაც აქვთ დრო, ვადა გადმოვიდნენ ჩვენს მხარეს, სამტროდ არ მოვსულვართ, მოვედით, რადგან ამ კანონის მიღება საქართველოსთვის არინ უკანსვლა იმ ორბიტისკენ ,რასაც ჰქვია რუსეთი", - თქვა დათო ლოგუამ. 

შეთავაზების პასუხად"ოცნების' წევრებმა თქვეს, რომ განხილვას აზრი არ აქვს, რადგან მათ მოწინააღმდეგეებს არგუმენტები არ გააჩნიათ და ისინი"გაუმჭვირვალედ" საქმის კეთებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.

ბრალდებები ისმოდა საკრებულოს თავმჯდომარის მიმართაც, რომელიც გახარიას პარტიას წარმოადგენს. მას"არასამთავრობოების დასაცავი" მისივე ყოფილმა კოლეგამ ნატა შეროზიამ უწოდა, რომელმაც მოგვიანებით აქტივისტ ქალებთანაც იკამათა.

რაც შეეხება გიგა ფარულავას, მან თქვა, რომ ოპონენტების მსგავსი ფრაზები ყურადღების ღირსი არ არის.

"ქართული ოცნება", პოლიტიკური პარტია და დეპუტატები ისეთ ფაზებში არიან, რომ მათ განცხადებებს საერთოდ მნიშვნელობაც კი არ აქვს. გაიმართა რიგგარეშე სხდომა, განვიხილავდით მიმდინარე საკითხებს. ამ სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ კანონს და გუშინ მორიგ ჯერზე ვნახეთ, რომ ოცნების მთავარი მიზანი საზგადოების დახლეჩა და დაპირისპირებაა. გუშინ "ქართულმა ოცნებამ" ცალსახად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გამოაცხადა მტრებად. ისინი რა გზასაც ადგანან, ეს არის ოკუპანტი რუსეთისკენ მიმავალი გზა. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ "ქართული ოცნება" მორიგ ჯერზე, როგორც შარშან, დამარცხდება ჩვენს საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან ამ ბრძოლაში, რომელიც მან წამოიწყო", - განაცხადა ფარულავამ.

ზუგდიდში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები "აგენტების" კანონის საწინააღმდეგო პოსტერებით საკრებულოს სხდომაზე დღის ორ საათზე მივიდნენ. ზუგდიდში კანონპროეტქის გაწვევის მოთხოვნით უკვე არაერთი აქცია გაიმართა. 









Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.