მესტიაში, სოფელ ნაკრაში, მის ხეობასა და ენგურის მიმდებარედ, იმ ორი მოზარდის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც
ხუთშაბათ საღამოს ავტომობილით მესამე გოგონასთან ერთად მდინარე ნაკრაში გადაცვივდა.
გუშინ გოგონას ცხედარი შემთხვევის ადგილთან ახლოს იპოვეს და ის უკვე საკუთარ სახლშია გადასვენებული. ამ დრომდე ვერ პოულობენ სკოლის კიდევ ორ მოსწავლეს. ნაპოვნია ასევე ავტომობილი, რომელიც დაზიანებულია.
სამაშველო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართულია მძიმე ტექნიკა და ადგილობრივები.
აღნიშნული შემთხვევა სოფელ ნაკრაში ორ მაისს მოხდა, როდესაც სკოლის მოსწავლეები, სავარაუდოდ, ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ. სამივე დაკარგული ერთმანეთის ნათესავია.
ამავე თემაზე:
სვანეთში მდინარეში გადავარდნილი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს
ნაკრაში ამ დრომდე ეძებენ მდინარეში გადავარდნილ სკოლის მოსწავლეებს (ფოტო)
მდინარე ენგურში ავტომობილი გადავარდა - ეძებენ სკოლის სამ მოსწავლეს
მასალის გამოყენების პირობები