ახალი ამბები
ზუგდიდში ზსსუ-ს სტუდენტები "აგენტების" კანონის მიღებას გააპროტესტებენ
დღეს ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებას 17:00 საათზე გააპროტესტებს.

"სტუდენტების ნაწილმა, რომლებმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხმა ამოვიღეთ და დავდეთ ფიცი ქვეყნის წინაშე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან ვიკრიბებით ისევ. ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც აზიანებს ჩვენს მომავალს და ეს აუცილებლად შეეხება ყველა ჩვენთაგანს. ახლა არ არის დუმილის დრო, ამიტომ შემოგვიერთდით და ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა რეგიონიდანაც", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

როგორც ისინი ამბობენ, მყარ პოზიციაზე დგანან და მოუწოდებენ სხვა სტუდენტებსა და სკოლის უფროსკლასელებს, შეუერთდნენ პროტესტს.

შეგახსენებთ, ზსსუ-ს სტუდენტებმა 13 მაისს ფიცი დადეს იგივე ლოკაციაზე და თქვეს, რომ დაიცავენ ქვეყნის ევროპულ გზასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო.

კანონის მხარდამჭერებს შორის ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი პარლამენტარებიც იყვნენ.

საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ქვეყანაში რამდენიმე კვირაა პერმანენტულად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში „აგენტების“ კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებას აპროტესტებენ (ფოტო)

ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.