ახალი ამბები
გიგა ოთხოზორიას დედა: ასე მგონია, აქციებზე პოლიციელები ჩემს შვილს ურტყამენ
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს. ის ამბობს, რომ მიუხედავად სტრასბრუგის გადაწყვეტილებისა, აფხაზი “მესაზღვრე” კვლავ თავისუფალია და სავარაუდოდ, ასეც გაგრძელდება.

“8 წლის თავზე კიდევ არ მინდა გავიმეორო ის,რასაც ჩემი შვილის საფლავთან წელიწადში ორჯერ ვამბობ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ძალისხმევით გიგას მკვლელობის საკითხი გავიდა სტრასბურგის სასამართლოზე და ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, ცნეს რუსული მხარე დამნაშავედ და გამოიტანეს შესაბამისი ბრძანებულებაც, მაგრამ რვა წლის განმავლობაში ჩემი შვილის მკვლელი თავისუფლად დასეირნობს, ალბათ, კიდევ გავა წლები და იგივე სურათი იქნება, შესაძლებელია, მე აქ არც ვიდგე მაშინ და გავუდგე ჩემი შვილისკენ გზას“,- ამბობს ჭანტურია.


ჯულიეტა ჭანტურია ქვეყანაში მიმდინარე ანტირუსულ აქციებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ სამართალდამცავების მიერ დემონტრანტების მიმართ ქმედებები ახალგაზრდების გაწირვაა, აქვს განცდა, რომ მათთვის მოქნეული ხელკეტი სიმბოლურად მის შვილსაც ხვდება.

„ჩემი შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია დღეს ჩემი შვილის სურათს თვალებში შევხედო იმიტომ, რომ რასაც ჩემი შვილი შეეწირა, ისეთი მოქმედებისთვის თბილისში ე.წ სამართალდამცავები გამეტებით ებრძვიან ახალგაზრდებს თავიანთი სურვილის გამოხატვის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსებს დაუთმონ. ღმერთმა ქნას, ისე წავიდეს საქმე, რომ არ მოვექცეთ ისევ რუსების კლანჭებში. არის ადამიანი ისეთი, რომელსაც გაუკვირდება რუსების მიერ მოკლული შვილმკვდარი დედები არ იყვნენ მეხოტბე რუსებისა. არა რუსეთს. მე არანაირი პოლიტიკური განცხადების არც სურვილი მაქვს და არც უფლება. მე არც კანონში ვად ჩახედული და არც მივცემ ჩემს თავს კანონი განვსაჯო იმიტომ, რომ მას ჰყავს კარგად მცოდნეებიც, რომლებიც ხედავენ იმ საშიშროებას, რაც შეიძლება მოჰყვეს ამის მიღებას. თითოეული მოქნეული ჯოხის ქვეშ თითო ქართველი იგულისხმება, რომელიც მოკლეს.ასე მგონია, რომ ჩემს შვილს ურტყამენ იმ ხელკეტს, ასხამენ სახეში სპრეის და წირავენ ახალგაზრდებს“, - აღნიშნა ჯულიეტა ჭანტურიამ.


გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

2023 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით კომპენსაცია მიანიჭა.

ამავე თემაზე:

ჩემთვის რუსეთი ოჯახის დამაქცეველია - გიგა ოთხოზორიას ცოლი



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.