ბიჭვინთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
ადგილობრივ მედიას სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, რომ 21 წლის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ცალმხრივ მოძრაობიან გზაზე, სოფელ ალახაძის მახლობლად, ხეს დაეჯახა.
ამავე ცნობით, ის მიღებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 25 ივნისს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები