ახალი ამბები
მესტიელი კესო იოსელიანი მკლავჭიდში ამერიკის ჩემპიონი გახდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის ქალაქ ალენთაუნში "CNY Arm Wrestlers"-ის მკლავჭიდის ჩემპიონატის გამარჯვებული მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახიდან კესო იოსელიანი გახდა.

ის, ორივე ხელით, 80 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ჩემპიონის ტიტულის გარდა, კიდევ 4 პრიზი მოიპოვა.

იოსელიანი რადიო "ათინათს" ეუბნება, რომ ამ სპორტით დაინტერესდა, როდესაც მისი ოჯახის წევრის თამაშს დაესწრო და პრაქტიკული გამოცდილების სიმწირის მიუხედავად, არ შეუშინდა აშშ-ის ტურნირში მონაწილეობის მიღებას.

"საქართველოში ჩემი უმცროსი და არის დაკავებული ამ სპორტით. ცოტახნით ადრე, სანამ ამერიკაში წამოვიდოდი მის რამდენიმე ვარჯიშს დავესწარი და მეც დავინტერესდი. შემდეგ უკვე ამერიკაში მომიწია მალევე წამოსვლა და გადავწყვიტე, პირდაპირ შეჯიბრში მიმეღო მონაწილეობა. არ მივარჯიშია, არც ტექნიკა ვიცი. მიღებული შედეგის ფონზე ვაპირებ დავიწყო მკლავჭიდში ვარჯიში, ავიყვანო მწვრთნელი და აღნიშნული სპორტის სახეობა ვაქციო ჩემი ცხოვრების წესად", -თქვა მან.

ის ამბობს, რომ სურს საკუთარი საქმით საქართველოს წარმატებაში წვლილი შეიტანოს. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.