შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ზუგდიდში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების ბოლო სესიას 400
აბიტურიენტიდან 56 არ ესწრება.
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი ნანი კოკელაძე განმარტავს, რომ ამ წუთებში გამოცდას 344 აბიტურიენტი მშვიდ გარემოში წერს. მისივე თქმით, ყველა მათგანი ადგილზე მითითებულ დროს გამოცხადდა.
ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები3 ივლისს დაიწყო. ზუგდიდში პირველ სესიაზე მივიდა 368, ხოლო მეორეზე - 347 აბიტურიენტი.
8 ივლისიდან კი გამოცდები უცხოურ ენაში ჩატარდება.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში გამოცდების მეორე დღე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - naec
ზუგდიდში ეროვნული გამოცდების მეორე სესიაზე 55 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ამ წუთებში ზუგდიდში 368 აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებს აბარებს
მასალის გამოყენების პირობები