მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთს 21 257 000
ლარი გადაეცემა. შესაბამის დოკუმენტს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
ცალკეული მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი თანხა შემდეგნაირად ნაწილდება:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს - 3 130 000 ლარი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს - 3 170 000 ლარი
მესტიის მუნიციპალიტეტს - 284 000 ლარი
აბაშის მუნიციპალიტეტს - 1 440 000
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - 5 855 000 ლარი
მარტვილის მუნიციპალიტეტს - 3 458 000 ლარი
სენაკის მუნიციპალიტეტს - 3 920 000 ლარი
ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული პროგრამით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს არაუმეტეს 104 877 000 ლარი გამოუყო.
მასალის გამოყენების პირობები