ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს
ინიციატივას, რომელიც ონკოპაციენტებისთვის პრეპარატების
მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი განმარტებით, წამლების მიღების გზა მარტივდება. მანამდე, პაციენტები მედიკამენტების მისაღებად რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.
სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ აღნიშნული ცვლილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს. როგორც ის ამბობს, დიდი ხნის განმავლობაში, პაციენტებისთვის ამ პროცედურების გავლა სირთულეს წარმოადგენდა და აუცილებელი იყო, ამ მიმართულებით, ნაბიჯების გადადგმა.
მასალის გამოყენების პირობები