ახალი ამბები
"აგენტების" კანონი დღეიდან ამოქმედდება
დღეიდან, 1 აგვისტოდან ე.წ უცხოელი აგენტების კანონი ძალაში შევიდა. ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირებას გულისხმობს.

რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა ორგანიზაციისთვის, რომლის მთლიანი შემოსავლის (1 წლის განმავლობაში) 20%-ზე მეტი უცხო ქვეყნისგან მიღებული დაფინანსებაა.

კანონის მიხედვით, იუსტიციის სახლში სუბიექტმა საკუთარ საიდენტიფიკაციო მონაცემებთან ერთად, უნდა წარადგინოს 1 წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყარო, ოდენობისა და მიზნის მითითებით.

რეგისტრაციის პროცესი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც იუსტიციის სახლი მონიტორინგს დაიწყებს. მისი აღსრულების წესს საქართველოს იუსტიციის მინისტრი დაადგენს.

"თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო აღნიშნულ სუბიექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად", - მითითებულია კანონში.

დადგენილ ვადაში "აგენტად" რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას.

იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განცხადების შეუვსებლობა დაჯარიმდება 10 000 ლარით, დოკუმენტში არსებული სხვადასხვა ხარვეზის გამოუსწორებლობა - 10 000 ლარით, იმავე ქმედების ჩადენა ბოლოს დადებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 თვის განმავლობაში - 20 000 ლარით, ხოლო კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა - 5 000 ლარით.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით - 17 აპრილს, მეორე მოსმენით - 1 მაისს, მესამე მოსმენით კი - 14 მაისს მიიღო. პრეზიდენტმა მას ვეტო 18 მაისს დაადო.

საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე, კვლავ 84 ხმით, "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. მის გასაპროტესტებლად ქვეყანაში საპროტესტო აქციებო მიმდინარეობდა, მოქალაქეების ნაწილი განმარტავს, რომ კანონის მიღებით ხელისუფლებამ დასავლური კურსიდან გადაუხვია.


ამავე თემაზე: 

არასამთავრობო ორგანიზაციები "აგენტების" კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

გადაუხვია თუ არა ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან - ადგილობრივების პასუხები (ვიდეო)

ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
გადაცემაში ,,ჩემი არჩევანი'' სტუმრებმა ისაუბრეს განხორციელებულ ტრენინგსა და საინფორმაციო კამპანიაზე.
კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის კამპანიის: "გაიგეთ ჩვენი ხმა", ფარგლებში გამოკვეთა, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ: სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანდაცვაზე შეზღუდული წვდომა, საკვებსა და
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ადგილების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ოქტომბერი 2024
26 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გალის რაიონში დე-ფაქტო უშიშროების ძალების დამატებითი ქვედანაყოფები შეიყვანეს, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრს „უშიშროების საბჭოს“ მდივანმა რაულ ლოლუამ განუცხადა.
22 / ოქტომბერი 2024
გადაცემაში ,,ჩემი არჩევანი'' სტუმრებმა ისაუბრეს განხორციელებულ ტრენინგსა და საინფორმაციო კამპანიაზე.
22 / ოქტომბერი 2024
დღეს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 6 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.