ახალი ამბები
შესაძლოა, ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად არც გამოცხადდეს - მინისტრი ანაკლიის პორტის პროექტზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორად ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად იმ შემთხვევაში გამოცხადება, თუ მისი წინადადება შესაბამისობაში იქნება სატენდერო დოკუმენტაციასთან.

"შესაძლოა, არც გამოცხადდეს, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, დიალოგის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა წინადადების საკონკურსო მოთხოვნებთან და ამ შემთხვევაში გვეყოლება გამარჯვებული. ვადები არ გვაქვს შეზღუდული. მუშაობს ჩვენი საკონსულტაციო კომპანია, იცით, აყვანილი გვყავს რამდენიმე საკონსულტაციო კომპანია, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ. ძირითადად, ისინი სწავლობენ განახლებულ წინადადებას. შემდგომში მივიღებთ მათ მოსაზრებებს და ამ მოსაზრებების გაზიარების შემდეგ კონსორციუმთან ჩატარდება კიდევ ერთი რაუნდი, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ იმედი გვაქვს, დაზუსტდება ის პირობები" - განმარტავს ეკონომიკის მინისტრი.

მისივე თქმით, გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ, ხელშეკრულების შედგენის იურიდიული პროცესები დაიწყება, ამ ეტაპზე კი განახლებული წინადადებების შესახებ კონსულტანტის შეფასებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში ბელგიურმა კომპანიამ „Jan De Nul“- მა გაიმარჯვა.

რაც შეეხება ჩინურ კონსორციუმს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ის ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კომპანიას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.


ამავე თემაზე: 

ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური პროექტი - ჩინეთის ელჩი

ჩინეთის ანაკლიაში შემოსვლისას რამდენად დაცული იქნება ქვეყნის უსაფრთხოება, ის ალიანსშია რუსეთთან - მამუკა ხაზარაძე

ჩინეთთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა - აშშ-ის სახდეპი

ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართვის პრობლემა ჩინურ კომპანიებს არ ექნებათ - ჩინეთის ელჩი

ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა დანის ჩარტყმაა ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში - პრეზიდენტი


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / თებერვალი 2025
11 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, - ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
11 / თებერვალი 2025
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, მათ შორის, ბაბუშარას აეროპორტში რუსეთიდან შესრულებულ პირველ საცდელ ფრენას.
10 / თებერვალი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 75 დღეა მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.